მოსკოვში ალკოჰოლის გაყიდვა შეზღუდეს
მოსკოვში საახალწლო ღონისძიებების გამართვის ადგილების მიმდებარე მაღაზიებში 30 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა იზღუდება. ამის შესახებ ქალაქის მერიის ვებგვერდზეა ნათქვამი.

აკრძალვაში ექცევა წვენები და გაზირებული სასმელები, რომლებიც შუშის ბოთლებშია ჩამოსხმული.

მოსკოვის მერიაში აცხადებენ, რომ ეს აკრძალვა ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა შესაძლო კანონდარღვევების წინააღმდეგ.

თარიღი: 2018/12/30