აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო გარიგებაზე მუშაობა დაიწყეს
აშშ-ი და ჩინეთი სავაჭრო გარიგების პირობების შემუშავებას იწყებენ, რაც მხარეებს შორის დაძაბულობას შეასუსტებს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით Wall Street Journal-ი წერს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იუწყებოდა, რომ ჩინელ კოლეგასთან ვაჭრობის შესახებ ისაუბრა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა გადააჭარბა შეფასებაში, თუ რამდენად ახლოს არიან მხარეები შეთანხმებასთან. ამ ხერხით ის ბაზრის დამშვიდებას შეეცადა.

დეკებრის დასაწყისში, არგენტინაში G20 სამიტის ფარგლებში აშშ-ი და ჩინეთი ზავზე შეთანხმდნენ. სი ძინპინმა სავაჭრო დისბალანსის გამოსწორების პირობა დადო და თქვა, რომ ჩინეთი აშშ-ის სოფლის მეურნეობის და სხვა სახის დიდი მოცულობის საქონლის შეძენას დაიწყებს. ტრამპის განცხადებით კი 1 იანვრიდან  ჩინურ პროდუქტზე, რომლის იმპორტის მოცულობა წელიწადში 200 მილიარდი დოლარია, ბაჟის გადასახადს 10-დან 25%-მდე აღარ გაზრდის, თუ მხარეები 90 დღეში კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდებიან.

მოგვიანებით აშშ-მა ეს დრო 1 იანვრიდან 2 მარტამდე გადასწია.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/30