მონაცემების დაცვა: თქვენი ვალდებულება
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ორგანო მომხმარებლებისა და თანამშრომლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვებას, შენახვასა და მის გამოყენებას მკაცრად ზღუდავს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ორგანო კანონდამრღვევი კომპანიის წლიური შემოსავლის 4%-ით აჯარიმებს.

პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერი სახის ინფორმაციაა, რომელიც მომხმარებლის ან თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, აიპი მისამართიდან დაწყებული საცხოვრებელი ლოკაციით დამთავრებული.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კომპანიის მხრიდან გროვდება, გარკვეული დროის შემდეგ უნდა წაიშალოს. თუ ინფორმაცია სენსიტიურია, მაგლითად ეთნიკურობას, სავაჭრო კავშირის წევრობას, ბიომეტრულ აიდი ინფორმაციას, ჯანმრთელობას და სხვა ინფორმაციას მოიცავს, კომპანიას უფრო მკაცრი მოთხოვნების შესრულება უწევს.

ასევე აკრძალულია აღნიშნული მონაცმების სხვა კომპანიისთვის კონტრაქტის გარეშე გადაცემა. კონტრაქტში პირადი მონაცმების შესაბამისად დაცვის მოთხოვნა უნდა იყოს წამოყენებული.

ამასთან, მოხმარებლებს აქვთ უფლება გაიგონ კომპანიისგან მათზე რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობენ თუ არა.

თარიღი: 2019/08/09