რჩევები წარმატებული ბიზნესის დასაწყებად
 

ბიზნესს პირველად იწყებთ და მომავალი გაღელვებთ? წარმოგიდგენთ მეწარმეების მიერ შემოთავაზებულ რჩევებს იმისთვის, რომ თქვენს ახალ წარმოებას წარმატების შანსი გაუზარდოთ.

იყავით გატაცებული იმ საქმით, რასაც აკეთებთ

არაა აუცილებელი, იმ საქმეზე გიჟდებოდეთ, რითიც ბიზნესში ხართ დაკავებული, მაგრამ მისით „ანთებული“ ნამდვილად უნდა იყოთ. ამ საქმისთვის ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესით სიამოვნებას იღებდეთ.

ბიზნესი დაიწყეთ მაშინ, როცა მუშაობთ

რამდენი ხანი შეიძლება ადამიანმა უფულოდ იცხოვროს? არც ისე დიდხანს. ბიზნესში მოგება რომ ნახოთ, შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ამიტომ უკეთესია, სტარტაპის პროცესში შემოსავლის სხვა წყარო გქონდეთ.

ნუ იქნებით მარტო

ბიზნესის დაწყებისას მხარდაჭერა გჭირდებათ. ასეთ დროს გვერდით ოჯახის წევრის ან მეგობრის ყოლა შეუფასებელია. კიდევ უკეთესია, საკუთარი მენტორი იყოლიოთ.

ჯერ კლიენტები შეიძინეთ

ნუ დაელოდებით ბიზნესის ოფიციალურად დაწყებას. შექმენით საკონტაქტო წრე, გაყიდეთ ან საერთოდ, გაეცით თქვენი პროდუქტები ან სერვისები. მარკეტინგს ასე სწრაფად ვერ დაიწყებთ.

დაწერეთ ბიზნეს გეგმა

როცა ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობთ, ბიზნეს გეგმას შეუძლია დაგეხმაროთ თავი აარიდოთ ისეთ ბიზნესზე დროისა და ფულის დახარჯვას, რომელიც წარუმატებელი იქნება.

თარიღი: 2019/01/03