რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული კომერცია
ელექტრონული კომერცია ანუ ელ. კომერცია (e-commerce) ინდუსტრიის ტიპია, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ხორციელდება, როგორებიცაა ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული ქსელები.

ელექტრონული კომერცია დაფუძნებულია მობილურ კომერციაზე, საშუალებების ელექტრონულ გადაცემაზე, ჯაჭვური მენეჯმენტის უზრუნველყოფაზე, ინტერნეტ მარკეტინგზე, ტრანზაქციის ონლაინ პროცესებზე, ელექტრონული მონაცემების გაცვლაზე, ინვენტარის მენეჯმენტის სისტემებზე. ის ტექნოლოგიების ფართო სპექტრს  მოიცვას, როგორებიცაა: ელ.ფოსტა, მობილური მოწყობილობები, სოციალური მედია და აგრეთვე ტელეფონები.

ელკომერციის კარგი ვებდიზაინი ონლაინ ბიზნესის წარმატების გარანტიაა. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლების მოზიდვის საშუალებას იძლევა. კარგი კონტენტი საძიებო სისტემაში რეიტინგს ქმნის და ადვილი ხდება მომხმარებლებისთვის მისი მოძებნა.

ამასთან, ვეგვერდის ანალიტიკა მისი  „პერფორმანსის“ გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ონლაინ მონაცემთა ბაზა ვიზიტორების რაოდენობას ადგენს და კარგი ელკომერციული ვეგვერდი და ონლაინ მარკეტინგი უბრალო ვიზიტორებს მყიდველებად აქცევს. ამ ყველაფერთან მომხმარებელთა სერვისი უმნიშვნელოვანესია, რადგან ბიზნესის განვითარებაში გადამწყვეტი წვლილი კმაყოფილ მომხმარებელს შეაქვს.

21-ე საუკუნეში ელკომერციას ბიზნესის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს, რომელსაც ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს.

თარიღი: 2019/07/26