7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ თავდაჯერებული ადამიანი ხართ
დროის გასვლასთან ერთად შეამჩნევთ, რომ თქვენი მიდგომა, ქცევა და ქმედება იცვლება. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გახასიათებთ, გილოცავთ! თქვენ თავდაჯერებული ადამიანი ხართ.

-თქვენ ნაკლებად განერვიულებთ ადამიანები როგორ ადამიანად აღგიქვამენ - რწმენა, იდეები და ფიქრები და გრძნობები, რომელსაც თქვენ გამოხატავთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია და არ ფიქრობთ იმაზე თქვენი არჩევანი რამდენად მოსაწონია სხვისთვის ან რას იფიქრებენ ისინი თქვენზე;

-არ ცდილობთ თქვენი ცოდნით იტრაბახოთ - არ საუბრობთ თქვენს მიღწევებზე, წარმატებაზე და სამუშაოზე. არ ცდილობთ უკეთესი გამოჩნდეთ სხვის თვალში;

-თქვენ ფული წარმატების საზომად არ მიგაჩნიათ  - თქვენ ადამიანში მისი ღირსება გხიბლავთ და არა მისი ფინანსური მდგომარეობა. გირჩევნიათ განვითარდეთ, მაშასადამე თქვენი მიდგომა ფინანსებთან წინდახედული და რაციონალურია;

-იცით, რომ არ გჭირდებათ საზოგადოებაში მეტისმეტად ჭკვიანი გამოჩნდეთ - თქვენ ვინმესთვის რამის დამტკიცება და ჩვენება არ გჭირდებათ;

-თქვენ ემოციების კონტროლი ისწავლეთ - პროვოკაციაზე ადრინდელივით არ ეგებით. იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ მაშინ, როდესაც რაღაც არ მოგწონთ;

-ადამიანის გამოსწორებისთვის დროს არ კარგავთ. თავს ვალდებულად არ თვლით ვინმე გამოასწოროთ, უხსნათ რა როგორ ჯობს და არ ცდილობთ ვინმეზე გავლენა მოახდინოთ;

-საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებთ - მუდმივად ცდილობთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას.

 

თარიღი: 2019/08/09