3 სიტუაცია, რომელიც ადამიანის გაცნობაში დაგეხმარებათ
ადამიანის ცხოვრება წარმატებით და წარუმატებლობით, სიხარულითა და მოწყენილობით, ცოდნითა და სისულელით არის სავსე. ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მაგრამ ერთმანეთის გაცნობას ბოლომდე ვერ ახერხებენ. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ამიტომ ვიღაცაში სრულყოფილების ძებნას და ცხოვრებისთვის ვარდისფერი სათვალეებით ყურებას, რეალური ფაქტების დანახვა სჯობს.

როგორც ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი ამბობდა, ადამიანის გაცნობა 3 სიტუაციაშია შესაძლებელი.

1. როდესაც ის მარტოა. ამ დროს ადამიანი ნიღაბს იხსნის და არის ის, ვინც სინამდვილეში არის. ის საკუთარ თავთან და უახლოეს ადამიანთან არ თვალთმაქცობს. ყველაფერი მოჩვენებითი, რაც მას ადამიანებთან ახასიათებს, ამის გაკეთება ახლობელ ადამიანთან არ სჭირდება.

2. მეორე სიტუაცია დიდი ემოციური ფონია. არ აქვს მნიშვნელობა, ემოცია დადებითი იქნება, თუ უარყოფითი, ამ შემთხვევაში ადამიანი თავის ემოციას ხშირ შემთხვევაში გადმოსცემს. უჭირს თავის შეკავება და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ჩვენ ვირჩევთ თუ როგორ ვიცხოვროთ, რა შევქმნათ და ვისთან ვიურთიერთოთ. ჩვენს ისტორიას პირადი გამოცდილებითა და იმედების საშუალებით ვქმნით, მაგრამ ემოცია ჩვენს დაფარულ მხარეს ამჟღავნებს, რაც ხშირ შემთხვევაში სიამაყის მიზეზი ვერ ხდება.

3.ახალი სიტუაცია ან ახალი ვითარება, როდესაც ადამიანი განსხვავებულ ვითარებას ეჩვევა. სანამ ადამიანი მას შეეგუება და გაითავისებს, ის ნიღბის გარეშეა და ეს არის სწორედ ის მომენტი, რომელიც მის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

 

თარიღი: 2019/01/06