ვინ იქნება „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი?
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურას 2019 წლის პირველ კვარტალში დაასახელებენ. ინფორმაციას ბანკის წარმომადგენლობა ადასტურებს. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ ამ პოზიციაზე არჩილ გაჩეჩილაძე განიხილება, BOG-ში ამ ინფორმაციას, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

არჩილ გაჩეჩილაძე, წლების განმავლობაში, BOG-ის შვილობილი საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart–ის ხელმძღვანელი, შემდეგ კი GWP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ თანამდებობა 2018 წლის დეკემბერში დატოვა.

თარიღი: 2019/01/09