New York Times-მა ბათუმი საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა
ჟურნალმა New York Times-მა ბათუმი 2019 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა. გამოცემის მიერ შედგენილ სიაში სულ 52 ქალაქია. ჩამონათვალში ბათუმი 38-ე ადგილს იკავებს.

„საქართველოს დედაქალაქი თბილისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა, მაგრამ შავი ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, მოგზაურებს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ბათუმი, რომელიც უკვე პოპულარულია რუსეთის, ირანის, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ბათუმის ახალი სასტუმროები ორიენტირებულნი არიან დიზაინზე. ფუნქციონირებს საბაგირო გზა და ყარალაშვილის ღვინის მარანი, სადაც იოსებ სტალინის საყვარელი ჩხავერის ღვინოები შეგიძლიათ დააგემოვნოთ,“- წერს New York Times.

თარიღი: 2019/01/11