ეფექტური მობოდიშების ელემენტები
ყოფილხართ თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა ვიღაცასთან შეცდომა მოგსვლიათ, რაზეც მოგიბოდიშებიათ, ამ ადამიანს კი ვერ შეძლებია თქვენზე ისევ გაბრაზებული ყოფილიყო?

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბოდიშის მოხდაში გამოგადგებათ.

დროულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

როგორც წესი, ბოდიშს მაშინათვე ვიხდით ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში უკეთესია გაღიზიანების გადავლას დაელოდოთ, თუმცა ისიც იცოდეთ, რომ დიდხანს ლოდინიც გამაღიზიანებელი იქნება.

იყავით გულწრფელი

თუ არ გრძნობთ იმას, რასაც ამბობთ, უკეთესია საერთოდ არ თქვათ. მოიცადეთ, დაფიქრდით თქვენს შეცდომაზე და ბოდიშის მოსახდელად შემდეგ დაბრუნდით.

მოისროლეთ თავდაცვის მექანიზმები

თავის გამართლებას თუ დაიწყებთ, ბოდიშს არანაირი ეფექტი არ ექნება.

ბოდიშის მოხდა მათ გრძნობებზე ზრუნვას ნიშნავს და არა თქვენსაზე

თუ იმის გახსნას დაიწყებთ, რამ მიგიყვანათ ამ ნაბიჯამდე, უფრო ეგოისტი გამოჩნდებით. ეგოისტური ფიქრები მოგვიანებით გამოხატეთ, როცა ყველაფერი დავიწყებული იქნება.

მოემზადეთ გრძელი თამაშისთვის

ბოდიშის მოხდით მაშინათვე ყველაფერი არ მიგვარდება. თქვენს აღსარებაზე დასაფიქრებლად ცოტა დრო იქნება საჭირო.

ნუ დაჰპირდებით, თუ ამას 100%-ით არ შეასრულებთ

ბოდიშს ხშირად თუ იხდით, შეიძლება დაპირებებს ვერ ასრულებთ. ამას ერთხელ გაპატიებენ, ორჯერაც - თუ იღბლიანი ხართ, მაგრამ მესამეჯერ მატყუარა ადამიანის რეპუტაცია შეგექმნებათ.

ავტორი:
თარიღი: 2019/01/12