როგორ გავაუმჯობესოთ იმეილ მარკეტინგი
თუ რომელიმე მედია მეტისმეტად გადატვირთულია, ეს იმეილია. ფოსტის „ინბოქსი“ მუდამ გადავსებულია და გინდათ, რომ ადრესატებისგან პასუხი მიიღოთ, რამე ისეთი შეთავაზება გაუგზავნეთ, რაც მათ სურთ.

ბევრი ადამიანი წერილს წაუკითხავად შლის ან უკეთეს შემთხვევაში „საბჯექთის“ ველში კითხულობს თუ ვინ არის. იმისთვის, რომ ადრესატებმა წერილები გახსნან, მათი ნდობის მოპოვება უნდა შეძლოთ. ნუ დამალავთ თქვენს ვინაობას იმეილის საიდუმლო მისამართის უკან.

იმეილით მომხმარებლებისთვის შეთავაზების გაკეთება ბიზნესის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, იმეილის სისტემა MailChimp-ი თვეში 12 000 წერილის უფასოდ გაგზავნის საშუალებას იძლევა. ეს მარტივი სისტემაა, რომელიც დიდ დროს ზოგავს და „სპამში“ იშვიათად ვარდება.

იმეილ კამპანიის წარმატებისთვის მისი გადამოწმება და თვალყურის დევნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წერილები ორ ჯგუფად დაყავით: წერილების ერთ ნაწილს ერთი სახელი დაარქვით, მეორე ნაწილს კი სხვა. მიღებული პასუხების მიხედვით კი გადაამოწმეთ რომელმა ნაწილმა იაქტიურა.

თარიღი: 2019/07/18