ბებიის ნაჩუქარი ბილეთით ამერიკელმა სტუდენტმა ლატარიაში 150 000 დოლარი მოიგო
სამხრეთ კარლინას შტატში მცხოვრებ მეორეკურსელ სტუდენტს შობას ნაჩუქარმა ბილეთმა მოგება მოუტანა. ამის შესახებ UPI წერს

საოჯახო შეკრებისას ბებიამ ყველა შვილიშვილის ლატარიის 2-2 ბილეთი დაურიგა. ერთ-ერთი ბილეთი კი, რომელიც კოლინ გოფს ერგო, მომგებიანი აღმოჩნდა. 

კერძოდ, ახალგაზრდამ 150 000 დოლარი მოიგო, თუმცა გადასახადების გადახდის შემდეგ ის 125 000 დოლარს მიიღებს.

თარიღი: 2019/01/15