AIRBNB-ს ათასობით შეკვეთა გაუუქმდა
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ელექტრონულ პლატფორმას, Airbnb-ს იაპონიაში ათასობით შეკვეთა გაუუქმდა. ვინც ივნისის თვეში იაპონიაში მოგზაურობას აპირებს და სახლი Airbnb-ზე დაჯავშნა, ახალი საცხოვრებლის ძებნა მოუწევს. 

აღნიშნულის მიზეზი კი იაპონიაში მიღებული ახალი კანონია, რომლის მიხედვითაც მასპინძელს, ვისაც სახლის გაქირავება სურს ჯერ სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირება მოუწევს, ხოლო საქმიანობას მხოლოდ ლიცენზიის აღების შემთხვევაში შეძლებს. 

იაპონიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ლიცენზიების გაცემა 15 ივლისიდან დაიწყება. 

Airbnb-ის განცხადებით, მომავალში ის მხოლოდ ლიცენზირებულ მასპინძლებთან ითანამშრომლებს, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც სახლი დაჯავშნილი ჰქონდა და მოგზაურობისას დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევს, კომპანია ამ ხარჯებს დაუფარავს. ამისთვის მან 10 მილიონი დოლარი გამოყო. 

Airbnb.com - არის ელექტრონული პლატფორმა, სადაც მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან როგორც ბინის ქირაობა, ასევე გაქირავება არის შესაძლებელი. 

თარიღი: 2018/06/10