Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა. ზოგიერთი მათგანი საქართველოშიც მუშაობდა
Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელებიდან რუსეთთან დაკავშირებული 500-ზე მეტი გვერდი წაშალა. გვერდების ნაწილი საქართველოშიც მოქმედებდა.

ამ გვერდების უმეტესობა რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლებს ეკუთვნით. მათივე ცნობით, გვერდები სოციალურ ქსელში შეუსაბამო ქცევით გამოირჩეოდა და რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში იყო ჩართული.

თარიღი: 2019/01/17