როგორ ვაქციოთ კარგი სერვისი უფრო მეტ გაყიდვად
მომხმარებელთა მოზიდვა კომპანიებს დღითიდღე უჭირთ, განსაკუთრებით რთულია მომხმარებლებთან ურთიერთობა, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიას მითვის პროდუქტის ძალით მიყიდვა სურს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა მომხმარებლებთან მიდგომას ენიჭება. გაყიდვების წარმომადგენლები გადამზადებას საჭიროებენ, სადაც მათ კლიენტებთან დიალოგის წარმართვას ასწავლიან. დიალოგი გამყიდველსა და მომხმარებლის შორის ბუნებრივად უნდა წარიმართოს, რომელიც მომხმარებლის საჭიროების გარკვევაზე იქნება დაფუძნებული.

როგორც კი მომხმარებელი გამყიდველისგან ზედმეტ ინტერესს იგრძნობს, მისი ქცევა რადიკალურად იცვლება.

იმისთვის, რომ გაყიდვები გაიზარდოს გაყიდვისას მომხმარებელმა ძალდატანება არ უნდა იგრძნოს. ამასთან მომხმარებლებს აღიზიანებთ, როდესაც დახლთან დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ. გამყიდველი მომხმარებელთან მაშინ უნდა მივიდეს, როდესაც დახმარების საჭიროებას იგრძნობს. გამყიდველმა კლიენტს საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და ასევე პროდუქტის სხვა პროდუქტებთან შედარებით უპირატესობა უნდა უთხრას.

თარიღი: 2019/07/11