საქსტატი: საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 484.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.0%-ით აღემატება. მათ შორის იმპორტი გაიზარდა 14.9%-ით და 9 122.3 მლნ. აშშ დოლარი შადგინა, ხოლო ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, 3 362.1 მლნ. აშშ დოლარით განისაზღრა და წინა წელთან შედარებით 22.9%-ით გაიზარდა.

ექსპორტის გაცილებით მაღალი ზრდის ტემპის შედეგად, 2018 წელს უარყოფითი ბალანსი 2.7%-ით შემცირდა და სვაჭრო ბრუნვის 46.1% შეადგინა (2017 წელს 48.8%). შესაბამისად გაიზარდა ექსპორტის წილი ბრუნვაში 25.6%-იდან 26.9%-მდე.

თარიღი: 2019/01/21