საქსტატი: ღვინის ექსპორტმა ქვეყანაში 196.7 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო - ექსპორტი 196.7 მლნ. აშშ დოლარი (15%-ით და 25.3 მლნ აშშ დოლარით მეტი); მინერალური წყალი - ექსპორტი 110.2 მლნ. აშშ დოლარი (15%-ით და 14.4 მლნ. აშშ დოლარით მეტი); ცხვრის ხორცი - ექსპორტი 36.4 მლნ. აშშ დოლარი (53%-ით და 12.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი); უალკოჰოლო სასმელები - ექსპორტი 27.5 მლნ. აშშ დოლარი (54%-ით და 9.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი); თევზის ცხიმი - ექსპორტი 11.2 მლნ. აშშ დოლარი (51% და 3.8 მლნ. აშშ დოლარით მეტი); ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - ექსპორტი 14.7 მლნ. აშშ დოლარი (121%-ით და 8.0 მლნ. აშშ დოლარით მეტი); სპილენძის მადნები და კონცენტრატები - ექსპორტი 504.1 მლნ. აშშ დოლარი (19%-ით და 81.7 მლნ. აშშ დოლარი); ფეროშენადნობები - ექსპორტი 352.6 მლნ. აშშ დოლარი (15%-ით და 46.2 მლნ. აშშ დოლარით); აზოტოვანი სასუქები - ექსპორტი 92.0 მლნ. აშშ დოლარი (20%-ით და 15.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი) და სხვა.

თარიღი: 2019/01/21