გალის რაიონში ქართველმა და აფხაზმა ენერგეტიკოსებმა აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი განიხილეს
გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსები ერთმანეთს შეხვედნენ. შეხვედრაზე ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი და თებერვალ-მარტში „ენგურჰესის“ მუშაობა განიხილეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში თითქმის მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონში ენერგოდეფიციტია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე და კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი ასლან ბასარია.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალა. ამის მიზეზად კი კრიპტოვალუტების მაინინგის გამო რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა და შედეგად გამოწვეული დეფიციტი დასახელდა. 

თარიღი: 2019/01/22