სებ-მა 200 000-მდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემის წესი განსაზღვრა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 23 იანვრიდან კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები 200 ათას ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეძლებენ.

ავტორი:
თარიღი: 2019/01/23