7 რჩევა კრეატიულობის გასავითარებლად
კრეატიულობა წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია შესაბამისად, ადამიანი მის მუდმივ განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს. რამდენიმე რჩევა მის განვითარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ:

1.როდესაც თავში კრეატიული იდეები მოგივათ, აუცილებლად ჩაიწერეთ, რადგან შეიძლება დაგავიწყდეთ და შემდეგ ვერც გაიხსენოთ;

2.ფუცელი და კალამი თან ყოველთვის იქონიეთ. საინტერესო იდეა შეიძლება ნებისმიერ დროს მოგივიდეთ. მზად იყავით ჩასანიშნად და კომენტარის გასაკეთებლად;

3.შეზღუდეთ კომპიუტერის გამოყენება, რადგან მონოტონური მაუსის დაწკაპუნება ხშირად დროს უაზროდ გაკარგვინებთ, ტვინს აზომბირებს და კრეატიულად აზროვნების შესაძლებლობას ზღუდავს;

4.დასვენება არ დაგავიწყდეთ. მუშაობის დროს ცოტა ხნით შესვენება აუცილებელია. შეუძლებელია კრეატიულად ფიქრი თუ დაღლილი ან გაბრაზებული ხართ. დაუთმეთ საკუთარ თავს დრო, აივსეთ ენერგიით, დაიმუხტეთ პოზიტივით და სამუშაოს ახალი ძალებით დაუბრუნდით;

5.იყავით ყველაფერი ახალი მიმართ ღია. მოუსმინეთ ახალ მუსიკას, ესტუმრეთ თქვენთვის უცნობ ადგილებს, წაიკითხეთ უცნობი ავტორები და უყურეთ ახალ ფილმებს. არ იცით, რა დროს გესტუმრებათ ინსპირაცია;

6.შეცდომების დაშვების გამო საკუთარ თავს ნუ გალანძღავთ. შეცდომების გარეშე ვერაფერს გააკეთებთ. იმისთვის, რომ მწვერვალები დაიპყროთ, ორმოში ჩავარდნაც აუცილებელია;

7.გახსოვდეთ, რომ საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვოთ. ის ბოლომდე მიიყვანეთ. ქაოსს ქმნით თქვენს გარშემო, როდესაც რაღაცას იწყებთ და არ ამთავრებთ.

თარიღი: 2019/08/09