გიორგი ტყემალაძემ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან მარიუშ მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გიორგი ტყემალაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა თბილისსა და ვარშავას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პოლონეთის ელჩს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართველ და პოლონელ ხალხს განსაკუთრებული მეგობრობა და სიახლოვე აკავშირებთ.

თავის მხრივ  მარიუშ მაშკიევიჩმა გიორგი ტყემალაძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თბილისი პოლონელი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია, სადაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, რომ  პოლონელ  საზოგადო მოღვაწეებს პატივს სცემენ.

დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და პოლონეთის ელჩმა  სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის  გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

თარიღი: 2019/01/30