როგორ დავძლიოთ სიმორცხვე
სიმორცხვე, რომელიც ბევრს ადამიანს აწუხებს, შიშის, დისკომფორტის ან უხერხულობის შეგრძნებაა. ადამიანი სიმორცხვეს შეიძლება არამარტო უცხო ადამიანებთან აუდიტორიის წინაშე, არამედ კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთანაც გრძნობდეს.

ხელის გულების გაოფლიანება, გულიც მუდმივი აჩქარებული ცემა და კომუნიკაციის თავიდან არიდება, შემაწუხებელია. ამიტომ იმისთვის, რომ თავდაჯერებული იყოთ და სიმორცხვემ არ შეგაწუხოთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

დამშვიდდით და მომავლზე იფიქრეთ. მიიღეთ აბაზანა და დაისვენეთ. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი როგორი იქნებით თავდაჯერებული. სიმორცხვის დაძლევაში ასევე „პარადოქსული მიზანმიმართული მეთოდი“ დაგეხმარებათ. აღნიშნული მეთოდი მე-20 საუკუნის ცნობილ ფსიქოლოგს ვიქტორ ფრენკლს ეკუთვნის. ეს არის მეთოდი, როდესაც მშვიდ ვითარებაში თავს წარმოიდგენთ, როგორც საფრთხეში მყოფს და მშვიდ გარემოში კი პირიქით, განზრახ იწვევთ შიშის სიმპტომებს. ეს მეთოდი ერითროფობიის ანუ გაწითლების შიშის წინააღმდეგაც გამოიყენება.

სიტყვებს წარმოუდგენელი ძალა აქვს. თუ ჩვენს თავს მუდმივად გავუმეორებთ, რომ ბედნიერები და თავდაჯერებულები ვართ, ჩვენი ქვეცნობიერი ამის დასტურს მოგვცემს. წარმატების მისაღწევად სიმორცხვის დაძლევა აუცილებელია.

თარიღი: 2019/01/31