თბილისის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
თბილისის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტისთვის 600 ათასი ლარია გათვალისწინებული და მას თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. 

სატენდერო წინადადებების მიღების ვადა 11 თებერვალს იწურება. გამარჯვებულმა კომპანიამ  მზა პროექტი 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.

ავტორი:
თარიღი: 2019/02/03