„მთავრობა ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას ქმნის"
„სამწუხაროდ, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად და პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ქმნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას.", -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა 2018 წლის ანგარიშსა და 2019 წლის გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა:

„ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიზანი იყო მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება; ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილება; ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება; ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელთათვისდარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; საგადასახადო სანქციების შემსუბუქება და სხვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ჭარბვალიანობის პრობლემასაც შეეხო:

„მსესხებელს შესაძლებლობა ექნება, აიღოს იმ რაოდენობის სესხი, რის მომსახურებასაც შეძლებს. ის გარემოება, რომ მსესხებელი თავისი შემოსავლებით და ლიკვიდური აქტივებით მოემსახურება სესხს, უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შექმნას. ამ ყველაფრის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის ზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თარიღი: 2019/02/06