Apple-ი საფრანგეთს $571 მილიონს გადაუხდის
Apple-ი მზად არის საფრანგეთის ბიუჯეტში $571 მილიონი გადაიხადოს, რათა საგადასახადო ადმინისტრაციამ წარსულში დაგროვილი დავალიანება არ დაარიცხოს. ამის შესახებ CNBC წერს

საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ Apple-ი და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები არასაკმარისად იბეგრებიან. 

საფრანეგთის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ონლაინ კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლის 3%-ს უნდა იხდიდნენ. 

2016 წელს ევროკომისიამ Apple-ს $14.5 მილიარდის გადახდა დააკისრა. მიზეზი წარსულში დაგროვილი დავალიანება გახდა. 

ავტორი:
თარიღი: 2019/02/07