ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე 50%-იანი შეღავათი დაწესდა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარები ამ შეღავათით სარგებლობას სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ.

თარიღი: 2019/02/07