თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტებისთვის ჩატარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტებისთვის 2019 წლის 11 თებერვალს, 09:00 საათზე ტექნოპარკში ხუთდღიანი სატრენინგო კურსი იწყება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 15 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:

იან მაკფერსონი - ეკონომისტი

ანტონიო კოლადო - CARSA-ს უფროსი კონსულტანტი, კომპანიის წამყვანი შემფასებელი და ბიზნესის მენეჯმენტის ტრენერი;

დავიდ ვიდალი - კომპანიის Crossing the Mirror მმართველი დირექტორი;

ფრენკ ჰენიგანი - მრჩეველი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების განხრით;

დავით ჩეჩელაშვილი - ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი.

ავტორი:
თარიღი: 2019/02/10