მომხმარებლები და მარკეტინგული მესიჯები
მარკეტინგი რეალური ცხოვრებაა. რეალურ ცხოვრებაში კი არ მოგვწონს ადამიანები, რომლებიც ტრაბახობენ და საკუთარ თავზე გადამეტებულად საუბრობენ. არ გირჩევნიათ ადამიანები, რომლებიც ინტერესების შესახებ გესაუბრებიან? მსგავსი სიტუაციაა გაყიდვებშიც.

მომხმარებლებთან საუბრისას ეს ვებგვერდებზე იქნება თუ პირდაპირი გაყიდვის დროს, შესაბამისი ლექსიკა უნდა იქნას გამოყენებული. ბევრი კომპანია საუბრობს საკუთარ პროდუქტზე, მაგრამ მომხმარებლის საჭიროებას ყურადღებას ნაკლებად უთმობს.

მომხმარებლებს სურთ იმის გაგება, რაც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მათ არ სიამოვნებთ პროდუქტზე ან სერვისზე გადამეტებული საუბარი.

მაგალითად, შედიხართ ვებგვერდზე ან მაღაზიაში და გსურთ რომელიღაცა პროდუქტის შეძენა. გამყიდველი კი ამბობს, თუ როგორ საუკეთესო მაღაზიას ფლობს მთელს ქალაქში და როგორი ხარისხიანი პროდუქტები აქვს. მომხმარებელთა ამგვარი მიდგომა მიუღებელია. მომხმარებელს აინტერესებს პროდუქტი და არა მაღაზიის ისტორია ან მფლობელების ბიოგრაფიები. ამიტომაც კლიენტებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხზე საუბარი და არა მისთვის უინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღება.

თარიღი: 2019/02/11