ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა იტალიაში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისოფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს შეხვედრის მნიშვნელობისა და ქართული დელეგაციისმონაწილეობის საკითხი განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიის რესპუბლიკაში, გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგემილია ორმხრივი შეხვედრები,სადაც ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე გამახვილდება.

ანტონიო ბარტოლიმ ხაზი გაუსვა საქართველო-იტალიას შორის სოფლის მეურნეობისა დაგარემოს დაცვის სფეროში პოზიტიური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხს.ლევან დავითაშვილმა იტალიის ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა დაწარმატებული თანამშრომლობისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

თარიღი: 2019/02/11