“გსურთ, გაგიმხილოთ წარმატების ფორმულა ? - გააორმაგეთ მარცხის ტემპი“ - წარმატებული ადამიანების ცნობილი გამონათქვამები
რა არის წარმატება? მას ბევრი განსაზღვრება აქვს, მაგრამ ერთი რამ, რაზეც ყველა ცნობილი და წარმატებული ადამიანი თანხმდება, არის ის, რომ წარმატება დიდი მცდელობისა და ძალისხმევის შედეგია.  

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წარმატების მიღწევასა და წინააღმდეგობების გადალახვაში ბევრს სკეპტიკოსს დაეხმარება.

1. “წარმატებისა და წარუმატებლობის გზის გავლა თითქმის ერთნაირია“ - კოლინ დევისი (ინგლისელი დირიჟორი)

2. “შესაძლებლობები თავისით არ მოდის. მათ შენ ქმნი“ - კრის გროსერი

3. ”წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხი მარცხზე განიცადო, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი“ - უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი)

4. “გსურთ წარმატების ფორმულა გაგიმხილოთ? ეს საკმაოდ მარტივია. გააორმაგეთ მარცხის ტემპი. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ წარუმატებლობა წარმატების მტერია, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. წარუმატებლობით შეიძლება გული გაგიტყდეს ან მისგან ბევრი ისწავლო. იარე წინ და დაუშვი შეცდომები. გააკეთე რისი გაკეთებაც შეგიძლია. რადგან ეს არის გზა, სადაც წარმატებას იპოვი“ - ტომას უატსი (ამერიკელი ბიზნესმენი)

5. “პროგრესი კომფორტის ზონის მიღმა მიიწევა“ - მაიკლ ჯონ ბობაკი (მხატვარი)

6. “ეცადე წარმატებისთვის მებრძოლი ადამიანი არ გახდე, არამედ იყავი ღირებულებებისთვის მებრძოლი“ - ალბერტ აინშტაინი (ფიზიკოსი)

7. “წარმატების არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ის მომზადებით, თავდაუზოგავი შრომით და წარუმატებლობის მაგალითზე მიიღწევა“ - კოლინ პაუელი (ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე)

8. “წარმატების ფორმულას ვერ მოგცემ, მაგრამ შემიძლია წარუმატებლობის ფორმულა გითხრა - „სცადე, ყველას ასიამოვნო“ - ჰერბერტ ბაიარდ სვოუპი (ამერიკელი ჟურნალისტი)

9. “წარმატება ბედნიერების გასაღები არ არის. ბედნიერებაა წარმატების გასაღები. თუ გიყვარს, ის რასაც აკეთებ, წარმატებული იქნები“ - ალბერტ შვეიცერი (ფილოსოფოსი)

10. “წაიქეცი შვიდჯერ და წამოდექი მერვედ“ - იაპონური ანდაზა

11. „ზოგიერთები წარმატებაზე ოცნებობენ, სხვები კი იღვიძებენ და მუშაობენ“ - უცნობი

12. “წარმატების მისაღწევად აუცილებელია დავიჯეროთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია“ - ნიკოს კაზანძაკისი (ბერძენი მწერალი)

13.“ცხოვრებისეული წარუმატებლობისას ადამიანები ვერ ხვდებიან რამდენად ახლოს იყვნენ სანამ დანებდებოდნენ“ - თომას ედისონი (ამერიკელი გამომგონებელი)

14. ”წარმატების საიდუმლო ის არის, როდსაც ჩვეულებრივ რამეს არაჩვეულებრივად აკეთებ“ - ჯონ როკფელერ უმცროსი (ამერიკელი ბიზნესმენი)

15. “წარმატების საიდუმლო არის ის რაღაც, რაც არავინ იცის“ - არისტოტელე ონასისი (ბერძენი მაგნატი)

16. “ერთადერთი ადგილი, სადაც წარმატება მუშაობამდე მოდის, ლექსიკონია“ - ვიდალ სასუნი (ბრიტანელი ბიზნესმენი)

 

თარიღი: 2018/06/14