ეკატერინე მიქაბაძე - საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში
ევროპის პალატამ ყოველწლიურ კვლევაში, რომელშიც შეფასებულია ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის, საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ის 46 ევროპულ სახელმწიფოს შორის მე-16 პოზიციაზეა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კვლევაში შეფასებულია რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი - კორპორატიული გარემო, კანონმდებლობა, სამთავრობო პოლიტიკა, სოციალური გარემო დაპირობები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ან პირიქით ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევეწარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.

„კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, არის წარმატებული, რაც მნიშვნელოვანი და დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16ადგილზე გადაინაცვლა, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისადა საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვისმინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მასშტაბით.

ავტორი:
თარიღი: 2019/02/12