როგორ გავაუმჯობესოთ შეთავაზება
მომხმარებლები ყველაზე ფრთხილები ფულის ხარჯვისას არიან. ისინი საუკეთესო ხარისხის პროდუქტსა და სერვისს ხელსაყრელ ფასებში ეძებენ. როგორ უნდა შეხვდეს კომპანია მათ მოლოდინებს?

1.გადახედეთ პროდუქტს

სანამ თქვენ კომპანიას გასაყიდად გაიტანთ, მნიშვნელოვანია მისი ობიექტური შეფასება. რამდენად არის თანხვედრა მომხმარებლის საჭიროებებთან? რა გაიყიდება სწრაფად და რის გაყიდვა შეფერხდება?

2.დამატებითი შეთავაზება

მომხმარებლებს პროდუქტთან ერთად დამატებითი მომსახურეობის შეთავაზება ძალიან ხიბლავთ. ეს შეთავაზება შეიძლება უფასო მიტანის სერვისი, ტექნიკური მხარდაჭერა, უფასო დაბრუნება ან სხვა რამ იყოს.

3.პარტნიორები და გაყიდვის ახალი არხების გახსნა

კომპანიის გასაძლიერებლად ხშირად პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რადგან ამის საშუალებით შესაძლოა ახალი იდეები გაჩნდეს, რაც არამარტო კომპანიას არამედ მომხმარებლებსაც წაადგება.

4.მომხმარებლებსა და მომწოდებლებს აზრი ჰკითხეთ

კომპანიას მომხმარებლებისა და მომწოდებლების აზრს მუდმივად უნდა ჰკითხულობდეს. უკუკავშირი მუშაობის ხარისხს აუმჯობესებს.

5.შეფასება

პროდუქტისა ან სერვისის გაყიდვის შემდეგ კომპანია მომხმარებლებისგან შეფასებას უნდა იღებდეს. მათი შეფასების რეიტინგი და კომენტარი მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედებს.

თარიღი: 2019/08/08