საუკეთესო აპლიკაციები ბზნესის რეკლამირებისთვის
სოციალური ქსელი ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, განსაკუთრებით კი აპლიკაციები. 

არსებობს აპლიკაციები, რომელიც ბიზნესის რეკლამირებისთვის გამოიყენება:

Echofon

Echofon-ი წაუკითხავ „ტვიტებს“ კომპიუტერში, აიფონსა და აიპედში ავტომატურად ინახავს. აპლიკაცია ამის შესახებ ინფორმაციას გაწვდით.

Hootsuite

Hootsuite-ი სოციალური მედიაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ბევრი სოციალური ქსელი ერთი ეკრანით მართოთ. ეს აპლიკაცია ამასთან ბიზნესს მარკეტინგული კამპანიების წარმოებასა და აუდიტორიის გაზრდაში ეხმარება.

TweetDeck

TweetDeck-ი არის დესკტოპი და მობილური ბრაუზერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ „ტვიტერში“ და „ფეისბუკში“ მიმდინარე მოვლენებს თვალყური ადევნოთ. შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფები, გააზიაროთ სურათები, ვიდეოები და ლინკები, მართოთ ექაუნთები.

Wordpress

Wordpress-ი პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ წეროთ და ნებისმიერი ადგილიდან ბლოგი ატვირთოთ.

Buffer

Buffer-ი საშუალებას გაძლევთ Twitter-ზე, LinkedIn-ზე, Facebook-ზე, Pinterest-სა და Google+-ზე განრიგი შექმნათ. აპლიკაცია ასევე სოციალური ქსელების შედეგების ანალიზსა და ექაუნთების მართვას ახდენს.

 

 

თარიღი: 2019/07/15