როგორ ვისწავლოთ გაჩუმება
გარკვეულ სიტუაციებში „დუმილი ოქროა“. ეს არის მომენტები, როდესაც გაჩუმებით უფრო მეტის მიღწევა შეუძლია ადამიანს, ვიდრე ბევრი  ლაპარაკით. რა თქმა უნდა, თავის შეკავება ხშირად ადვილი არ არის, მაგრამ ამ უნარის გამომუშავება უმნიშვნელოვანესია.

 როგორ მოვახერხოთ ეს?

-როდესაც საკუთარ აზრს გამოხატავთ, მაგრამ მოსაუბრეები არასწორ აზრზე არიან, ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ არასწორები არიან. იმ ადამიანებთან კამათი არ ღირს, რომლებსაც მოსმენა არ შეუძლიათ;

-თუ თქვენი მოსმენა არ სურთ და გაწყვეტინებენ, ენერგიას მათთან კომუნიკაციაში ნუ დახარჯავთ;

-თუ ადამიანი აგრესიულია, ლაპარაკით კიდევ უფრო ნუ გააღიზიანებთ, აჯობებს თუ გაჩუმდებით, რადგან შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს;

-როდესაც ადამიანები ვინმეზე ცუდს ამბობენ და ჭორავენ, უმჯობესია თუ საუბარში არ აყვებით, რადგან შესაძლოა, ეს ადრე თუ გვიან თქვენს  საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული;

-საუკეთესო გზა გასაჩუმებლად 10-მდე დათვლაა. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ დაფიქრდეთ და უარი თქვათ ჩარევაზე;

-ღრმად ჩაისუნთქეთ! ცივი წყალი დალიეთ! და თავი აარიდეთ კონფლიქტს.

თარიღი: 2019/02/15