როდის და როგორ უნდა მოახდინოს კომპანიამ რებრენდინგი
რებრენდინგი უკვე არსებული ბრენდის გარდაქმნაა, რომელიც მიზნად ახალი იმიჯის დამკვიდრებას ისახავს. ის შესაძლოა იყოს ზედაპირული და ღრმა. ზედაპირული მხოლოდ ლოგოს, ფერებისა და ლოზუნგის ცვლილებას მოიცავს, ხოლო სიღრმისეული რებრენდინგი მომხმარებელთან დამოკიდებულების ცვლილებასა და მათთან მუშაობის პრინციპების სრულყოფას გულისხმობს.

სიღრმისეული რებრენდინგის პროცესი დიდ ფინანსებთან და დროსთანაა დაკავშირებული. ასევე არსებობს რისკის ფაქტორიც, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც რებრენდინგის შემდეგ კომპანიები გაკოტრებულან. შესაბამისად, ნებისმიერმა კომპანიამ რეგრენდინგის დაწყებამდე უნდა გაარკვიოს, თუ რატომ სჭირდება ის. ძირითადად, რებრენდინგის საჭიროება მაშინ ჩნდება, როდესაც ბრენდი ამოცანებს თავს ვერ ართმევს, ასევე, როდესაც მიზნობრივი აუდიტორია და საბაზრო პირობები იცვლება... 

სწორი რებრენდინგის შედეგად, მომხმარებლები კომპანიის ახალ სახეს დაინახავენ. ისინი ასევე დაინტერესდებიან, თუ რა შეიცვალა კომპანიაში ფასადს მიღმა. ამრიგად, მოკლევადიან პერსპექტივაში ნებისმიერი რებრენდინგი მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას შეძლებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში  ბაზარზე ახალ იმიჯს მოირგებს.

რებრენდინგის ეტაპები

პირველი ეტაპი არსებული ბრენდის ანალიზს მოიცავს. ამ ეტაპზე დგინდება, არსებობს თუ არა რებრენდინგის რეალური საჭიროება და კონკრეტულად ბრენდის რომელი ნაწილია შესაცვლელი...

პირველი ეტაპი შეიძლება ოთხ ნაწილად დაიყოს:

  • არსებული ბრენდის კონკურენტუნარიანობის აუდიტი და მისი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა; 
  • არსებული ბაზრის შეფასება და იმის გარკვევა, თუ რამდენად მოახერხებს ბაზარი რებრენდინგის შემდეგ კომპანიის აღქმას;
  • მომხმარებელთა და მოკიდებულება არსებული ბრენდისა და კომპანიის მიმართ;
  • კომპანიის შესაძლებლობების შეფასება, ასევე რებრენდინგში მის მიერ შესაძლო ინვესტიცირების განსაზღვრა და კომპანიის მომავალი საქმიანობის ცვლილების განსაზღვრა. 
პირველ ეტაპზე ძირითადად ფოკუსირება უდნდა მოხვდეს ჯგუფებზე, კვლევებზე, ბაზრის მონიტორინგზე და ა.შ.

მეორე ეტაპზე კომპანია აანალიზებს და აჯამებს უკვე ჩატარებული კვლევების შედეგებს. ამ დროს უნდა განისაზღვროს, თუ რა მიმართულებითაა საჭირო შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპი კომპანიის მენეჯერების მიერ უნდა  განხორციელდეს.

მესამე ეტაპი  მოიცავს განახლებული ბრენდის ატრიბუტებზე - ახალ ლოგოზე, კომპანიის ფერებსა და მომსახურებაზე მოშაობას.  ამ დროს ერთვებიან პროფესიონალი დიზაინერები, მარკეტოლოგები, ასევე ის კომპანიები, რომლებიც კომპანიას ატრიბუტებით უზრუნველყოფენ.

მეოთხე ეტაპზე  კომპანია თითქმის მზადაა, რომ თავის კლიენტებს ახალი სახე აჩვენოს. თუმცა, აუცილებელია, რომ ბოლო ეტაპზეც გატესტოს ბრენდისადმი დამოკიდებულება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაერთი წარმატებული კომპანია გაკოტრებულა რებრენდინგის შემდეგ. ტესტირება, როგორც წესი, ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან შემდგარ ჯგუფებში ხორციელდება.

რებრენდინგი წარმატებული მაშინაა, თუ ბოლო ეტაპიც წარმატებით ჩაივლის. მთავარია, რომ კლიენტი აუცილებლად გაეცნოს რებრენდინგსა და მის შედეგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩავარდება. რებრენდინგის მიმდინარეობისას სასურველია რომ კომპანიამ  ყველა შესაძლო სარეკლამო ინსტიტუტები გამოიყენოს. 

თარიღი: 2019/02/19