CNN - კრიპტოვალუტებზე ჰაკერული თავდასხმები, შესაძლოა, ისევ განმეორდეს
ციფრული ვალუტებზე ჰაკერული თავდასხმები შესაძლოა, ისევ განმეორდეს. ამის შესახებ CNN-თან საუბრისას ექსპერტებმა განაცხადეს. მათი თქმით, კრიპტოვალუტები დაცული არ არის და მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა წინა მცდელობაზე ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტების მოპარვა შეძლეს, მისი განმეორების რისკი მაღალია. 

სამხრეთ კორეული Coinrail-დან ვირტუალური ვალუტების 30%-ის მოპარვასთან დაკავშირებით, PWC-ის ფინანსური ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა, ჰენრი არსლანიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მორიგი შეტევის თავიდან ასაცილებლად შესაფერისი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.

მიმდინარე წელს კიბერთავდასხმის სამიზნე, Coinrail-ის გარდა, იაპონური Coincheck-იც აღმოჩნდა, საიდანაც 500 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.

თარიღი: 2018/06/15