ევროპის საინვესტიციო ბანკი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ ევროს გამოყოფს
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) დასაფინანსებლად დღეს ფინანსური ხელშეკრულება გაფორმდა.

ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

ხელშეკრულების ფარგლებში, EIB-ს მიერ გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 250 მილიონი ევროს ოდენობით.

EIB-ს მიერ გამოყოფილი აღნიშნული თანხით განიხილება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება (გზების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით):

რუსთავი-ალგეთი-19.5კმ
ალგეთი-წითელი ხიდი-10.5კმ
ალგეთი-არაფლო-19.0კმ
არაფლო-სადახლო-9.5კმ
თბილისი-საგარეჯო-28კმ
ბათუმის შემოვლითი-14.3კმ

პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

ავტორი:
თარიღი: 2019/02/20