ფოთში საზღვაო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში ქართული კომპანიები სავარაუდოდ არ ჩაერთვებიან
ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში ქართული კომპანიები მონილეობას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ს მაღალი მოთხოვნები აქვს. OPIC-იპროექტს 50 მილიონი დოლარით აფინანსებს. ამის შესახებ „პეის ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტზე საუბრისას თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ირაკლი კერვალიშვილის თქმით, ქართულ სამშენებლო კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება და კვალიფიკაცია, რაც მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებას სჭირდება. კერვალიშვილი დასძენს, რომ უკვე მზად არის სატენდერო დოკუმენტაცია და ტენდერი 2-3 თვეში გამოცხადდება. ტენდერში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია გამოვლინდება.

ცხადია, შერჩეულ კომპანიას ქვეკონტრაქტორები დასჭირდება და ჩვენ იმ ქართულ კომპანიებს გავუწევთ რეკომენდაციას, რომლებთანაც აქამდე წარმატებით ვთანამშრომლობდით“, - განაცხადა ირაკლი კერვალიშვილმა. მისი თქმით, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი ფოთში 2020 წლის ბოლოს გვექნება.

"პეის ჯგუფი", 27-წლიანი ისტორიით, მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. "პეის ტერმინალი" 25 ჰა მიწის ფართობზეა განთავსებული, აკვატორია გაღრმავდება 12 მეტრამდე და შედეგად ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთწარმოების გემების მიღებას შეძლებს. ტვირთგამტარიანობა კი 2.5 მილიონი ტონით გაიზრდება.

თარიღი: 2019/02/21