დაწინაურება VS პრევენცია - მოტივაციის ორი სისტემა
ვინიპეგის უნივერსიტეტის პროფესორის ოლია ბულარდის თქმით, ორი სამოტივაციო სისტემა არსებობს. პირველი დაწინაურება, რომელიც  ჯილდოზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე  პრევენცია, რომელიც დასჯას გულისხმობს.

ზოგადად ლიდერები თანამშრომლების გასააქტიურებლად ორივე სისტემას იყენებენ.

თავიდან ყველაფერი მშვენივრად მიდის, მაგრამ შემდეგ ადამიანები ფოკუსირებას წყვეტენ იმაზე თუ რა სიშორიდან მოვიდნენ და ფოკუსირებას იწყებენ იმაზე თუ რა შორს უნდა წავიდნენ. ამ დროს ე.წ. დასჯის მექანიზმი ირთვება. როდესაც ადამიანის მიზანი იცვლება, შესაბამისად მისი მოტივაციური მიდგომაც იცვლება.

ასევე განსხვავებული სამოტივაციო გამოწვევა ჩნდება, როდესაც თანამშრომლები არიან არამხოლოდ რაოდენობრივი მიზნის ორიენტირებულები, არამედ სურთ კონკურენტების თვალში ტრიუმფის მოპოვება. ხანდახან თვითკმაყოფილება საშიში ხდება.

ყოველი ინვესტიციისა და გაყიდვების ზრდის შემთხვევაში კონკურენცია მატულობს.

თვითკმაყოფილების აგონია

წარმატება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ  მისი მუდმივად მიღწევა თქვენს მოტივაციას ზიანს აყენებს. ოპტიმალური პოზიცია კომპანიისთვის კონკურენტების ცოტათი უკან ყოფნაა. ეს პოზიცია კომპანიას მუდამ აქტიურ პროცესში ამყოფებს, რადგან ლიდერებს მეორე ადგილზე ყოფნა არ სურთ და მუდამ მარადიულად „მშიერის“ მდგომარეობაში არიან . სწორედ ამიტომ  ეს პოზიცია კომპანიისთვის საუკეთესოა.

თარიღი: 2019/02/21