ჩინეთის სატრანსსპორტო მომსახურების გიგანტი ავსტრიელიაში ოპერირებას იწყებს
ჩინური სატრანსპორტო მომსახურების კომპანია საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს. 25 ივნისიდან Didi Chuxing-ის ტაქსები ავსტრალიის ქალაქ მელბურნშიც გამოჩნდებიან.

Didi-ს ride-hailing-ის აპლიკაცია ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ჩინური კომპანიის საბაზრო ღირებულება 56 მილიარდი დოლარია, რაც დამწყები კომპანიისთვის მსოფლიოში.  ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ავსტრალიის ride-hailing-ის ინდუსტრიაში ამჟამად ჩინური Uber-ი დომინირებს. მასთან ერთად ბაზარზე ინდოეთის Ola და ევროპის Taxify ფიგურირებენ.

Didi-ს წარმომადგენლების განცხადებით, მათ თავიანთი სატრანსპორტო მომსახურებით, რომელშიც შედის პრემიუმტაქსი, ექსპრესის მანქანები და საკვების მიწოდება, 550 მილიონ მომხმარებელზე აქვთ პრეტენზია.

თარიღი: 2018/06/16