GOOGLE-ის მრავალფეროვნების მაჩვენებლები ოდნავ შეიცვალა
Google-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც კომპანიის მიერ თანამშრომელთა შორის მრავალფეროვნების გაზრდაზე აღებული ვალდებულების მიუხედავად, მაჩვენებლებს შორის მაინც დიდი სხვაობაა.

2014 წლის შემდეგ Google-ის თანამშრომელთა 70% მამრობითი სქესის წარმომადგენელია. ამერიკაში კომპანიაში დასაქმებულთა 90% თეთრკანიანი ან აზიელია, 2.5% შავკანიანი, ხოლო 3.6% ლათინო-ამერიკელია.

მონაცემების მიხედვით, 2017 წელს სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობა შავკანიანი ან ლათინო-ამერიკელი იყო.

რაც შეეხება წამყვან პოზიციებს, 2018 წელს, Google-ში ლიდერთა მხოლოდ 25% იყო ქალი, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით 2014 წლის შემდეგ მხოლოდ 5%-იანი ზრდაა.

2017 წელს აშშ-ში, კომპანიის მიერ დაქირავებული თანამშრომლების მხოლოდ 31.2% იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. ეს მაჩვენებელი ახალწვეულებში 24.5%-მდე შემცირდა.

ზოგადად კი, 2017 წელს აშშ-ში ხელმძღვანელის პოზიციის 67%-ს თეთრკანიანები იკავებდნენ. შავკანიანები კი წამყვანი პოზიციების 2%-ზე ინიშნებოდნენ.

გენდერული დაყოფა დაბალანსებული ყველაზე მეტად კომპანიის არატექნიკურ სფეროებშია, სადაც თანამშრომელთა 48%ქალია, 52% კი მამაკაცი.

რაც შეეხება Microsoft-ს, 2017წელს მისი მრავალფეროვნების მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: როგორც ლიდერობის, ისე ტექნიკური დაყოფის მიხედვით თანამშრომელთა 81% კაცი იყო და მხოლოდ 19%-ს შეადგენდნენ ქალები.

Facebook-ის მონაცემებით, გასულ წელს მისი გლობალური პერსონალის ხელმძღვანელების 28% მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო.  აშშ-ი კი ლიდერების 71% თეთრკანიანი იყო, შავკანიანები კი წამყვანი პოზიციების მხოლოდ 3%-ს იკავებდნენ.

თარიღი: 2018/06/16