ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოში ღვინის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვირივშვილმა ბულგარელ ჟურნალისტებს გუდაურში უმასპინძლა. მარიამ ქვრივიშვილმა უცხოური მედიის წარმომადგენლებს სამთო კურორტის პოტენციალი გააცნო და მათთან ერთად გუდაური-კობის დამაკავშირებელი ახალი საბაგიროთი იმგზავრა.

ადმინისტრაციის ხელმძვანელმა ჟურნალისტებს რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზის მნიშვნელობა აუხსნა და საქართველოს სხვადასხვა სამთო კურორტების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

გუდაურამდე ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ.

პრესტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
ბულგარელი ჟურნალისტების 6 კაციანი ჯგუფი, მათ შორის საზოგადოებრივი არხის კორესპონდენტები საქართველოში კულტურის, ღვინის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ. საქართველოს შესახებ მომზადებულ სატელევიზო სიუჟეტებს და სტატიებს ასიათასობით ბულგარელი ტელემაყურებელი და მკითხველი გაეცნობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბულგერელ ჟურნალისტებს საქართველოს შესახებ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ავტორი:
თარიღი: 2019/02/23