ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული სისტემების გამოყენება მარკეტინგში
ადამიანურმა რესურსმა უკანა პლანზე გადაიწია. ტრადიციული მეთოდები ახალმა ინოვაციურმა მეთოდებმა ჩაანაცვლა.  ყველა სფეროში, მათ შორის მარკეტინგში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებული ადგილი კომპიუტერულმა სისტემებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა დაიკავა.

დღეს მცირე ბიზნესიც კი ალგორითმების გარეშე წარმოუდგენელია. მათი საშუალებით კომპანიები დროს, ფინანსებსა და ადამიანურ რესურსებს ზოგავენ. შედეგი კი რა თმა უნდა წარმოუდგენლად კარგია.

რაში ეხმარება ხელოვნური ინტელექტი ბიზნესს?

ეს არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას, რომელსაც უნარი ექნება ადამიანის ინტელექტის გაგებას  მიაღწიოს. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად  დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება. 

ხელოვნური ინტელექტი ბიზნესს დიდი მონაცემების დამუშავებაში და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევაში ეხმარება. მისი საშუალებით ხდება მომხმარებლებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რისი გაგებაც მათ სურთ. სოციალური ქსელების საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს საქმე უადვილდება. მაგალითად, Facebook-ზე ინფორმაციის დამუშავებით, ცნობილი ხდება ე.წ. იუზერების ინტერესების, მოწონებული გვერდებისა და პირადი ინფორმაციის შესახებ.

 

თარიღი: 2019/07/10