საპენსიო დანაზოგების ნახევარი ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსდა
საპენსიო დანაზოგების ნახევარი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი, ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსდა, - ამის შესხებ ჟურნალისტებთან საპენსიო სააგენტოს უფროსმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თანხებს წლიური სარგებელი 6.75 პროცენტი ერიცხება, ხოლო დანაზოგების მეორე ნახევარს, რომელიც საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული, მათი საპროცენტო სარგებელი ბანკების მიხედვით 5-დან 8.5 პროცენტამდე განსხვავდება.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია სრულად დაკომპლექტდა. კომისიაში 7 წევრი იქნება: სამი წევრი პარლამენტიდან, სამი წევრი სააგენტოდან, ერთი კი ეროვნული ბანკიდან.

ავტორი:
თარიღი: 2019/02/25