კარგი ინოვაცია - კარგი მარკეტინგი
ინოვაცია ყველა ორგანიზაციის პრიორიტეტია, მაგრამ წარმატების მისაღწევად კომპანიები მარკეტინგში დიდ ენერგიასა და ინვესტიციას ხარჯავენ.

მარკეტინგის როლი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით შემცირდა.

რა მოხდა, როდესაც რევოლუციური პროდუქტი მარკეტინგის გარეშე ჩაეშვა? ეს იყო Google Glass - პორტატული ტექნოლოგია თავზე დამაგრებული ეკრანით. ეს ჭკვიანი მოწყობილობა ტექნოლოგიური პროგრესი იყო, რომელმაც კრახი განიცადა. Google-მა მისი გამოშვება 2 წელიწადში შეაჩერა.

„გუგლის“ ინოვაციის წარუმატებლობის ერთერთ მიზეზად მომხმარებლების საჭიროებების გაურკვევლობამ განაპირობა. არ მოხდა საჭიროებების იდენტიფიცირება. არ მოხდა მომხმარებლის გამოცდილების ეკოსისტემის განვითარება. Google Glass -მა Sony Reader-ის ბედი გაიზიარა. ისვე როგორც Google Glass-ი Sony Reader-იც ინოვაციური პროდუქტი იყო, მაგრამ კრახი განიცდა, რადგან ის უზრუნველყოფილი არ იყო წიგნების საგამომცემლო დაწესებულებების მხრიდან. როდესაც Amazon-მა Kindle-ი ჩაუშვა, მან მომხმარებლებს ინტეგრირებული კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფა შესთავაზა. ამის გამო მას წარმატება ხვდა წილად. ამასთან Sony Reader-მა გაყიდვა ტრადიციული ელექტროტექნიკის მაღაზიებში სცადა, ნაცვლად იმისა, რომ პროდუქტი მკითხველებისთვის სპეციალური არხებით მიეწოდებინა.

დღეს ისეთი ინოვაციები როგორიცაა 3D პრინტი, bitcoin-ი და ვიტუალური რეალობა პოპულარულია, მაგრამ ინოვაციურ პროდუქტებსა და პლატფორმებს სწორი მარკეტინგი სჭირდება.

რაც უფრო დიდია ინოვაცია, მით უფრო დიდი რისკი არსებობს. სწორი მარკეტინგი ამ რისკებს ამცირებს,

 

თარიღი: 2019/07/09