რა უნდა გაითვალისწონოთ ადამიანებთან მუშაობისას
ბიზნესის რომელ სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეთ და რა სპეციფიკისაც არ უნდა იყოს ის, თქვენი სამუშაოს ძირითადი ობიექტი მაინც ადამიანია. სწორედ ისინი არიან თქვენი კლიენტებიც და თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის კლიენტამდე მიმტანებიც. 

შესაბამისად, კარგ ბიზნესმენის უპირველესი სამუშაო სწორედ ადამიანებთან მუშაობის უნარია. მენეჯერმა, რომელმაც ადამიანური რესურსის მართვა არ იცის, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში ყოფნა გაუჭირდება. კარგ მენეჯერს უნდა შეეძლოს ადამიანები მისდამი კეთილად განაწყოს, თავის სიმართლეში დაარწმუნოს და ნდობა და პატივისცემა მოიპოვოს. ადამიანური რესურსის მართვისას შემდეგი რჩევები გარკვეულწილად გამოგადგებათ: 



  • უფრო ხშირად თქვით „ჩვენ" და ნაკლებად „მე"
  • უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მართვა უნდა შეძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც სხვისას მოახერხებთ.
  • მიეცით თანამშრომლებს თავისუფლების მაქსიმუმი.
  • თანამშრომელთა ძველი შეცდომების დავიწყება უნდა შეძლოთ.
  • იყავით თავაზიანი და მომთმენი. გახსოვდეთ: აფექტური ხასიათი და უატქტობა- სისუსტის ნიშანია.
  • იუმორის გრძნობა მნიშვნელოვანია. იხუმრეთ თავადაც და ამის ნება სხვასაც მიეცით. 
  • ნუ შეშინდები, თუ თქვენი თანამშრომლები თქვენზე კომპეტენტური არიან;
  • აღნიშნეთ თანამშრომლის ყველა მნიშვნელოვანი იდეა, წამოწყება და კარგად შესრულებული სამუშაო. 
  • ნუ მისცემთ ​თანამშრომელს შენიშვნას არა მხოლოდ მისი ხელქვეითების, არამედ, საერთოდ ვინმეს თანდასწრებით.
  • ნუ გამოიყენებთ ძალაუფლებას მანამ, სანამ არ ამოწურულა ყველა „მშვიდობიანი“ საშუალება, მაგრამ უკანასკნელ შემთხვევაში ის მთელი ძალით გამოიყენეთ.
  • საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა შეგეძლოთ. პასუხისმგებლობა სხვას არასდროს გადააბრალოთ. 
თარიღი: 2019/02/26