როგორ და რატომ უნდა დავზოგოთ ფული
ადამიანები  ხშირ შემთხვევაში ფულს უაზროდ ფლანგავენ. ფულის ხარჯვა ისეთ რამეში, როგორიცაა მაგალითად –  ბოთლის წყალი, ფილმის პრემიერის ბილეთი ან პოლიეთილენის პარკი, უაზრობაა. ფულს ნუ დახარჯავთ:

1.ბოთლის წყალზე - წყალი შეგიძლიათ სახლიდან წაიღოთ;

2.ფილმის პრემიერის ბილეთზე - პრემიერის შემდეგ ფილმის ფასი იკლებს;

3.მობილურის ძველ ტარიფებზე - ნუ დახარჯავთ ფულს ძვირ გადასახადებზე. ინტერნეტის წყალობით მობილური სერვისები ნაკლებად საჭირო გახდა;

4.პოლიეთილენის პარკებზე - ნუ იყიდით მას, რადგან ფულის უაზრო ხარჯვაა და ასევე ბუნებისთვის მავნებელი;

5.სუვენირები - ბევრი ყიდულობს სუვენირს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გამოსაჩენ ადგილასაც კი არ დებს; თუ ნამდვილად მოყვარული არ ხართ, მხოლოდ შეძენის გამო ნუ იყიდით.

ფულის უაზროდ ფლანგვა ადამაინს ბევრ რამეში აზარალებს, არა მხოლოდ ფინანსურად. ასეთი ადამაინები არა თუ ფინანსურ სიძლიერეს, არამედ სტაბილურობასაც იშვიათად აღწევენ. ცნობილი, წარმატებული ბიზნესნესმენების აბსოლუტური უმრავლესობა მფლანგველი არაა. მას, ვისაც ფულის ფლანგვა ადვილად შეუძლია, დროსაც ფლანგავს. იყავით ყაირათიანი და არა ძუნწი.

თარიღი: 2019/02/26