ტოკიოში პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ განხორციელდება
ტოკიოში 10 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony Music Entertainment და კომპანია TOPPAN Printing House-ის პარტნიორობით პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ჩატარდება.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატებითა და უახლესი ტექნოლოგიებით გაცოცხლებული საქართველოს ნახვა სტუმრები საგამოფენო ცენტრში TERRADA ორი თვის განმავლობაში შეძლებენ.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია ქართული ღვინის ორგანიზებით ხორციელდება.

თარიღი: 2019/02/27