ვის მიენიჭება პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ განმარტა, თუ ვის მიენიჭება პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. თორნიკე კაპანაძის თქმით, პრიორიტეტი იმ ფერმერის განაცხადს მიენიჭება, რომელიც მას ადრე შემოიტანს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი"ა ვრცელებს.

ფერმერებს საგრანტო პროგრამაში ჩართვისთვის ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტის წარმოდგენა მოუწევთ, ამასთან, ფერმერი უნდა იყოს ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში რეგისტრირებული, უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ეწეოდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

თუ ფერმერი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, პროგრამის ფარგლებში შეძლებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50%-ის თანადაფინანსების მოპოვებას, ამ თანხის მაქსიმალური ზღვარი ერთ ბენეფიციარზე 150 000 ლარს შეადგენს.

თორნიკე კაპანაძის თქმით, პროგრამა სავარაუდოდ მარტის ბოლოს დაიწყება. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თარიღი: 2019/02/28