კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება
კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება.

კერძოდ, თბილისში ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო საპარკინგე ადგილების რაოდენობამ 340-ს მიაღწია. თბილისის მერიის განცხადებით, ახალი ადგილების შერჩევის პროცესში ამ სფეროში დასაქმებულთა და მგზავრთა მოთხოვნებს ითვალისწინებს.

ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

მათი განლაგების სქემის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://maps.tbilisi.gov.ge მოქალაქეებს შეუძლიათ ახალი ადგილები მოითხოვონ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე.

თარიღი: 2019/03/04